weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მომიტინგეთა თელავისკენ გადაადგილება

14:19 კვირა, 16 დეკემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ასობით ავტომობილით თელავში ჩასვლას ცდილობენ, სადაც მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი. საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ველისციხეში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებს თელავისკენ გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა და ტრანსპორტი შესთავაზეს, რასაც სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]